სოლიდარობის აქცია კახეთში და მიმართვა ხელისუფლებას
დღეს, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში სოლიდარობის აქციაზე შეკრებილმა ადგილობრივმა მოსახლეობამ, ხელისუფლებას მიმართა, არ დაუპირისპირდეს ხალხს რეპრესიებით.
” უკვე დიდი ხანია ასიათასობით ადამიანი იკრიბება და საკუთარ პროტესტს გამოხატავს, მაგრამ ხელისუფლებას არ ესმის ხალხის ხმა. თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო, დარწმუნებული ვარ, ასეთი მომენტი დადგება. რიონის ხეობის მცველები ქვეყნის სიყვარულითა და ერთმანეთის პატივისცემით იბრძვიან და ჩვენ მათ მხარდაჭერას ვუცხადებთ, სამართლიან ბრძოლაში. მივმართავთ ხელისუფლებას, არ მიმართოს რეპრესიებს, რადგან უკუშედეგს მიიღებს”- განაცხადა აქციის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა, თემურ ცათიაშვილმა.
სოლიდარობის აქციას სოფელ ბირკიანში პოლიციის თანმაშრომლები აკვირდებოდნენ.
რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, ადგილობრივები 2018 წლიდან იბრძვიან.მოსახლეობა, შედეგის მიღწევას, პროტესტის სხვადასხვა ფორმით ცდილობს.
რამდენიმე დღის წინ, პოლიციამ ხეობაში განთავსებული კარვები დაშალა და პროტესტის მინაწილეებს გადაადგილების შესაძლებლობა აღარ მისცა.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ხეობის მცველებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის მიმართ პოზიცია, საქართველოს მთავრობამ დღეს გამოაქვეყნა.
მთავრობის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა, თუმცა ხელისუფლებამ, კომპანიას მოსამზადებელი სამუშაოების გაგრძელება არ აუკრძალა.
წაიკითხეთ ასევე: