მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სომხეთი და აზერბაიჯანი 28-29 თებერვალს სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ

სომხეთი და აზერბაიჯანი 28-29 თებერვალს, ბერლინში სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მიუნხენის სამმხრივ მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციების შეხვედრა 28-29 თებერვალს ბერლინში გაიმართება“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ანი ბადალიანმა.

სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა და განაცხადა, რომ მირზოიან-ბაირამოვის შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button