სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ტიგრან მუკუჩიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის, პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.
მისი თქმით, ხმა უკვე მისცეს უცხოეთში მყოფმა სამხედროებმა და დიპლომატებმა.
სომხეთის ისტორიაშია პირველად ხდება, როდესაც ქვეყნაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მასში ორი ბლოკი და ცხრა პარტია მონაწილეობს. პარლამენტში მოსახვედრად, პარტიამ 5 %-იანი ბარიერი უნდა გადალახოს, ბლოკმა – 7 %. ამასთან, პარლამენტში, მინიმუმ, სამი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს წარმოდგენილი. პარტიების უმეტესობის პროგრამა რუსეთთან ურთიერთობების გაფართოების მომხრეა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი სწორედ ამ პირობას დებს, რომ რუსეთთან შემდგომ ურთიერთობებს განავითარებს, რომელიც დაფუძნებული იქნება ქვეყნის ინტერესებზე.