მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სონღულაშვილი კატეგორიულად უარყოფს მისი კანდიდატურის განხილვას პრემიერის თანამდებობაზე

გურჯაანი- სიღნაღი- საგარეჯო დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი, მედიას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და შესაძლო პრემიერობას კატეგორიულად უარყოფს.

განცხადებას ამის შესახებ, დეპუტატის ბიურო ავრცელებს. დეპუტატის წარმომადგენლობა გავრცელებულ ინფორმაციას პროპაგანდისტული ხასიათის პროვოკაციულ ფეიკს უწოდებს.

“გუშინ, 21 ივნისს, დაკავშირებული პიროვნებების იდენტიფიცირებულმა ჯგუფმა, საკუთარი ონლაინრესურსების მეშვეობით ორკესტრირებულად გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, სადაც პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი იყო მოხსენებული.

პროპაგანდისტული ხასიათის პროვოკაციული ფეიქის ავტორის მიზანი, დეპუტატის რეპუტაციის შებღალვა, სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტარი დავით სონღულაშვილი სამართლებრივ რეაგირებას გეგმავს.

მოვუწოდებთ ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია ინფორმაციის მიღებით, ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ დავით სონღულაშვილის ბიუროს და პარლამენტის პრეს-ცენტრს.”- ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაცია დავით სონღულაშვილის შესაძლო პრემიერობის შესახებ, გუშინ,.სხვადასხვა მედია- საშუალებებით გავრცელდა.

სონღულაშვილი ამჟამად, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა.

ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა დავით სონღულაშვილმა ჩაანაცვლოს

 

მსგავსი პოსტები

Back to top button