მნიშვნელოვანირეგიონი
სოფელ ძირკოკში საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, დაზარალებული ძირკოკში მცხოვრები ცისკარიშვილების ოჯახია
ხანძრის შედეგად, სახლის გარდა, სრულად განადგურებულია ოჯახის კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები,
მეხანძრე – მაშველები, ცეცხლის ლიკვიდაციას ამ წუთებშიც ახორციელებენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია.