მნიშვნელოვანისაქართველო

ყაზტრანსგაზ – თბილისი მოსახლეობას აფრთხილებს

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს და მორწმუნეებს, რომლებიც სადღესასწაულო დღეებში ქალაქიდან გასვლას აპირებენ, სთხოვს, ბინის დატოვებისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ გაზდანადგარებისა და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას.

„ყაზტრანსგაზის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირდა  დაკეტილ საცხოვრებელ ბინებში გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში და გაზის დანადგარების უყურადღებოდ დატოვების ფაქტები.

„ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა, როგორც იცით, ორი დღის წინ მოხდა, როდესაც დაკეტილ ბინაში მობინადრის მიერ უყურადღებოდ დატოვებული გაზის დანადგარის გამო საცხოვრებელ კორპუსს აფეთქების საშიშროება შეექმნა. ასევე, მცხოვრებთა ნაწილმა, მიუხედავად იმისა, რომ წინა საღამოს იგრძნო სადარბაზოში გაზის სუნი, მხოლოდ მეორე დღეს, დილით შეატყობინა კომპანიის საავარიო სამსახურს. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის სწორად და დროულად განხორციელებული სამუშაოების შედეგად კორპუსი აფეთქებას გადაურჩა“ – ნათქვამია განცხადებაში.

სადღესასწაულო დღეებში კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახური საგანგებო რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button