რეგიონი

სოფელ იორმუღანლოში, დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.
მეცხრე დღეა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, ოჯახის წევრები 42 წლის ნაზიმ ნაბიევს ეძებენ.

ახლობლების ინფორმაციით, ნაბიევი სახლიდან 4 იანვარს, დილით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში პირუტყვის შესაძენად წავიდა.

მამაკაცს თან 32 ათასი ლარი ჰქონდა.

გაუჩინარებამდე ის, სოფელ ყარაჯალაში ერთ- ერთ ოჯახში იმყოფებოდა, რის შემდეგაც აღარავის უნახავს.

მამაკაცის დაკარგვის შესახებ, ოჯახმა პოლიციას უკვე შეატყობინა.
სამართალდამცავებმა ნაზიმ ნაბიევის სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button