საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოში გადაჰყვათ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაჰყვათ. სპეციალური ესკორტი თბილისის მიმართულებით უკვე დაიძრა.
სხდომას, რომელიც 13:00 საათზეა ჩანიშნული თავად მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.
დაპატიმრებულმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გუშინ ციხიდან დაანონსა, რომ ხალხთან სალაპარაკო აქვს.
ამჯერად საქალაქო სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს – სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე განიხილავს. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველის განმარტებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს.
მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთისთვის 1 ოქტომბერს დააკავეს, იგივე საქმეზე გამოძიებას კიდევ 3 ბრალდებული ჰყავს.
სხდომას, რომელიც 13:00 საათზეა ჩანიშნული თავად მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.
სააკაშვილის საქმეები სხვა ბრალდებულების საქმეებისგან გამოყვეს და სასამართლო ცალ-ცალკე ეპიზოდებად განიხილავს.