მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელ კასრისწყალში სკოლა და ქუჩები დაიტბორა

უამინდობა ახმეტის მუნიციპალიტეტში – ძლიერმა წვიმამ სოფელ კასრისწყალში , საჯარო სკოლა და სოფლის ქუჩები დატბორა.
რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, სოფელში სანიაღვრე არხები სრულად გადაივსო.

უხვი ნალექის შედეგად, კალაპოტიდან გადმოვიდა ცაძიკიძეების კუთვნილი ტბები, რომლებიც სოფლის თავშია მოწყობილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გასაწმენდი სანიაღვრე არხები და ხელოვნური ტბები,

სოფელში წყალდიდობას იწვევს.
წვიმა სოფელ კასრისწყალში ჯერ კიდევ გრძელდება და ადიდებული წყალი, სოფლის ქუჩებში მოედინება.

მსგავსი პოსტები

Back to top button