მნიშვნელოვანირეგიონი

ჩუმლაყში სეტყვამ ატმის ბაღები გაანადგურა

სტიქია კახეთში- სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
ძლიერმა სეტყვამ განსაკუთრებული ზიანი სოფელ ჩუმლაყს მიაყენა, სადაც ატმის ბაღების ნაწილი განადგურდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც მოსავლის ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ზარალის ზუსტი რაოდენობა, ამ დროისათვის უცნობია.
ინფორმაცია,სტიქიით მიყენებული ზიანის შესახებ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას დაასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button