
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
როგორც რადიო თბილისს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნინო ჯომიდავამ განუცხადა, მიზეზე სკოლის პედაგოგების ინფიცირებაა.
“კორონავირუსი ორ მასწავლებელს დაუდასტურდა. დადებითი პასუხები ტესტირებაზე პედაგოგებმა დღეს მიიღეს. სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე დილიდან გადავიდა”, – განაცხადა ჯომიდავამ.