მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოფელ კისისხევში მოსახლეობის გაფართოებული კვლევა დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მოსახლეობის გაფართოებული კვლევა დაიწყო.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კვლევის მიზეზი, სოფელში სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოლის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.

სოფელ კისისხევში, თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის, ზურაბ გრძელიშვილის თქმით, კვლევა სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობს.

“იცით, რომ 8 ოქტომბერს, მძღოლს დაუდასტურდა ვირუსი, რომელსაც მოსახლეობა გადაჰყავდა. ვინც 3-დან 5 ოქტომბრამდე იმგზავრა, ყველა გავაფრთხილეთ, რომ მოვიდნენ და კვლევა ჩაიტარონ”, – განაცხადა გრძელიშვილმა.

მოსახლეობის გაფართოებული კვლევა, 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ყველა მსურველი, psr ტესტის ჩატარებას, დილის 9-დან საღამოს 18 საათამდე შეძლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button