მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელ კობაძეში მცხოვრები უხუცესი 107 წლის გახდა

თელავის მუნიციპალიტეტის უხუცესი მცხოვრები, 107 წლის გახდა.
საუკუნეს გადაცილებული ბეწეწურ არაბული, თეთრწყლების თემში შემავალ, სოფელ კობაძეში ცხოვრობს.

უხუცესს იუბილე, თავისსავე საცხოვრებელ სახლში, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა მიულოცა.

” ჩვენ მას სიმბოლური საჩუქარი და მუნიციპალიტეტისგან ფულადი დახმარება გადავეცით. იმედი მაქვს, ყოველთვის ჯანმრთელად იქნება”- განაცხადა ანდრიაშვილმა.

თავად იუბილარმა განაცხადა, რომ თავს ჯანმრთელად გრძნობს და გადაადგილებაც შეუძლია.
ბეწეწურ არაბული სოფელ კობაძის ხევისბერად ითვლებოდა. მას 5 შვილი და 21 შვილიშვილი ჰყავს.

დღევანდელი მდგომარეობით, თელავის მუნიციპალიტეტში, თეთრწყლების თემში შემავალ სოფლებში, მთიდან ჩამოსახლებული 100 ოჯახი ცხოვრობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button