მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელ მანავთან სატვირთო ავტომობილი მინივენს შეეჯახა

ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.
შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სოფელ მანავთან მოხდა.
სატვირთო ავტომობილი მინივენს შეეჯახა, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იჯდა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, მინივენში მყოფი მგზავრებიდან, ერთი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის მცხოვრებია.
დაშავებული პირები საგარეჯოს ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც მომხდარის დეტალებს სწავლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button