მნიშვნელოვანისაქართველო
სოფელ შინდისში ავარიის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, ავტომობილი, რომელშიც 5 არასრულწლოვანი იმყოფებოდა, ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი ამოტრიალდა. მოზარდები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო დახმარების ჯგუფებს გორში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიღება მოჰყვა.