უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონი მიიღო ცხოვრების ყველა სფეროში უკრაინის ენის ექსკლუზიური გამოყენების შესახებ, რომლის მიხედვითაც, უკრაინული ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოცხადდა. გამოცემა 112.ua -ს ცნობით, კანონში გაკეთდება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ამ ენას უნდა ფლობდეს უკრაინის თითოეული მოქალაქე, მასზე უნდა საუბრობდეს ყველა ჩინოსანი და სახელმწიფო სტრუქტურის ყველა ხელმძღვანელი. ასევე უკრაინულად უნდა ლაპარაკობდნენ ექიმები, ადვოკატები, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, მოსამართლეები და სხვები.
2012 წელს უკრაინაში ენის შესახებ პოლიტიკის კანონი მიიღეს, რომელიც რეგიონულ დონეზე და ზოგიერთ სფეროში რუსული ენის გამოყენების საშუალებას ამყარებდა. კანონმა ძალა 2018 წელს დაკარგა, როდესაც ის არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.