სოფელ ვეჯინის ბაღი დაჯარიმდა და დაიხურა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაგა-ბაღი დროებით დაიხურა. 90-მდე აღსაზრდელი, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი ვადით ბაღში ვერ ივლის. ამის მიზეზი ახლადრეაბილიტირებულ სამზარეულოში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღმოჩენილი დარღვევები გახდა.
ინფორმაციას დარღვევების შესახებ ადასტურებენ გუჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანებში. უწყების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის თქმით, სამზარეულოში კედლები არ ექვემდებარება დეზინფექცია -დეზინფიცირებას, რაც საფრთხეს წარმოადგენს, რომ კედლებიდან და ჭერიდან გარკვეული ნაწილაკები საკვებში მოხვდეს. მისივე თქმით, ბაგა-ბაღს საწარმოო პროცესში შეუჩერდა, ადმინისტრაცია კი 1000 ლარით დაჯარიმდა და პრობლემის მოგვარება დაევალა.
სოფელ ვეჯინის ბაგა-ბაღის სამზარეულოში რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დასრულდა, სამუშაოები კი გურჯაანის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩაიბარა.
გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი დღეს ამბობს, რომ სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას 5 დღიანი ვადა მისცეს, რომ პრობლემა მოაგვაროს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის საბავშვო ბაღებში კრიტიკული შეუსაბამობები გასულ წელსაც აღმოაჩინა. უფრო კონკრეტულად კი, გურჯაანის N2, N3 და სოფელ ბაკურციხის ბაღის სამზარეულოში არ მუშაობდა სავენტილაციო სისტემა, რამაც ჭერისა და კედლების დაობება-დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული კრიტიკული შეუსაბამობის გამო, საბავშვო ბაღებს საწარმოო პროცესი მაშნაც შეუჩერდათ და თითოეული მათგანი 1000 ლარით დაჯარიმდა.
გუჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის ხმა