უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება-გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს მომავალში არ მოხდება, რადგან ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღებოდეს მხოლოდ სოლიდარობის ნიშნად.
„კარი ცოტა შეღებულია, თუმცა ახლა არ არის ამ საკითხის გადაწყვეტის დრო“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
მისი თქმით, „უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება არა სოლიდარობის ნიშნად, არამედ ცივი გონებითა და ცხელი გულით უნდა იქნას მიღებული და არავითარ შემთხვევაში საპირისპიროდ“.
“რაა?!” – ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებას, რომ უკრაინის ადგილი ალიანსშია.
ორბანმა ტვიტერზე პოლიტიკოს მასალა გააზიარა, სადაც იენს სტოლტენბერგის სიტყვებია მოყვანილი.
NATO-ს გენერალური მდივანი 20 აპრილს კიევს ეწვია, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. სწორედ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა სტოლტენბერგმა, რომ უკრაინის კანონიერ ადგილი NATO-შია.
ბუდაპეშტსა და კიევს შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია. დასავლეთის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, ვიქტორ ორბანი ნაკლებად კრიტიკულია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მან დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, უნგრეთმა უკრაინას დახმარების სახით იარაღი არ მიაწოდა.
პუტინის ომი ნატო-ს გაფართოების შედეგი არ არის, პუტინის ომი ნატო-ს გაფართოების მიზეზია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში „რამშტაინის” ფორმატში ჩატარებული სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ პუტინმა უხეში შეცდომები დაუშვა გაანგარიშებაში, როდესაც ერთი წლის წინ უკრაინაში შეიჭრა.
“მას ეგონა, რომ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევდა, მაგრამ უკრაინა მისი პარტნიორების დახმარებით მყარად დგას. პუტინს ეგონა, რომ ჩვენი ერთობა გაიხლიჩებოდა, მაგრამ რუსეთის სასტიკმა ომმა მხოლოდ დაგვაახლოვა”, – განაცხადა ოსტინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ “რამშტაინის” შეხვედრებზე ფინეთი უკვე როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფო იმყოფება და იმედი გამოთქვა, რომ “შვედეთი მალე გაჰყვება მის მაგალითს”.