მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოფელი ერისიმედი, შესაძლოა, კარანტინის ზონად გამოცხადდეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ერისიმედი, შესაძლოა, კარანტინის ზონად გამოცხადდეს.

საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

კარანტინის გამოცხადების მიზეზი, სოფელ ერისიმედში მამაკაცის კორონავირუსით ინფიცირებაა, რომელსაც სოფლის თითქმის ყველა მცხოვრებთან ჰქონდა კონტაქტი.

დღეს ინფიცირებულ პირს, სპეციალიზებულ კოვიდ კლინიკაში გადაიყვანენ, სოფლის მოსახლეობისათვის ჩატარებული ტესტირების პასუხები კი, უახლოეს რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

მთლიანობაში, კახეთის რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 74- მდე გაიზარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button