სოფიო შაფათავამ პირველი ბარიერი იოლად დაძლია
თბილისელი სოფიო შაფათავა ბურსაში (თურქეთი), ჩოგბურთელ ქალთა 50 000-იან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს.
ჩვენმა სპორცმენმა ასპარეზობის პირველი ბარიერი იოლად გადალახა: ერთეულთა თანრიგის სტარტზე მასპინძელ აილა აქშუს აჯობა – 6:1, 6:3 და მერვედფინალში მეხუთე ნომრად განთესილ მარინა მელნიკოვას დაუპირისპირდება.
შაფათავა უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთანაა წყვილებში შეამხანაგებული. ქართულ-უკრაინულმა დუეტმა პირველ წრეში ადვილად სძლია თურქებს – დენიზ პაიკოჩსა და დილარა იურტკურანს – 6:1, 6:0. 8 ივლისს, მეოთხედფინალში შაფათავა და ირინა ვასილიევა, რუმინელ მარია ბარასა და მიხაელა ბუზარნესკუსთან არკვევდნენ ურთიერთობას, სამ სეტში გაიმარჯვეს – 7:6, 0:6, 10:8 და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ადრიანა ლეკაისა (ხორვატია) და დეა ჰერძელაჩის (ბოსნია-ჰერცეგოვინა) ტანდემს გაუწევენ მეტოქეობას.