რეგიონი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვის ცენტრის უფროსი დააკავეს

ქრთამის აღებისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვის ცენტრის უფროსი დააკავეს.

შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააპატიმრეს.

გამოძიების მტკიცებით, დაკავებულმა, შესაბამისი დოკუმენტაციის გვერდის ავლით, სერვისცენტრის კუთვნილი ტექნიკით, 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოხვნის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 8465 ლარი გამოართვა.

ანტიკორუფციულ სამსახურში განმარტავენ, რომ ფაქტი არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ბრალდებულის მხრიდან სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პირადი მიზნებისთვის გამოყენება სისტემატურად ხორციელდებოდა.
დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი მისამართების ჩხრეკის შედეგად,. 11 500 აშშ დოლარისა და 52 245 ლარის ოდენობის თანხაა ამოღებული.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს,. 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button