რეგიონი

ზუგდიდიდან კოლონა სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში მიდის

მოქალაქეები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას სამეგრელოდან უერთდებიან.

“მიხეილ სააკაშვილის დროს გლეხი ფასობდა… კობახიძეს და მდინარაძეს ფეხებზე ჰკიდია გლეხი.

სიკვდილამდე ვიქნები მიხეილ სააკაშვილის მომხრე… ხალხისთვის იყო სიკეთის მომტანი.

მიშა სააკაშვილმა შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და არ შეიძლება იყოს ციხეში”,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ზუგდიდიდან პრეზიდენტის მხარდამჭერ აქვიას 1500-მდე პირი შეუერთდა და ისინი უკვე დაიძრნენ დედაქალაქისკენ.

აქცია პარლამენტის შენობის მიმდებარედ 18 საათზე დაიწყება.

რადიო თბილისის რეგიონული კორესპოდენტი სამეგრელოში თეა შონიაას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button