მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი კომენტარს აკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი კომენტარს აკეთებს.

მალხაზ და მედიკო მაჩალიკაშვილები თვლიან, რომ გოგაშვილის დაკავება, შესაძლოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებულ თემირლან მაჩაიკაშვილის საქმეს უკავშირდებოდეს და ყოფილი მაღალჩინოსნის გაჩუმების მცდელობა იყოს.

” რა საჭირო იყო გოგაშვილის სპეცოპერაციით აყვანა, თან ყველაფერს იღებდნენ, აქაც გადაეღოთ. გოგაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მისი 10 წლის ბავშვი გაჭაღარავდა, მისი ოჯახი ცუდ დღეშია, ამოწყდეს ყველა, მისი მოდგმა ამოწყდეს, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მაჩალიკაშვილის საქმე, სტრასბურგში ზღურბლზეა მომდგარი, აქ არის ორი ამბავი, ან გაანეიტრლებენ ციხეში, ან გააჩუმებენ. მართალია,.ხუთი წელი გავიდა, მაგრამ სხვა საქმე არ არსებობს, არსებობს მაჩალიკაშვილის საქმე. ვნახოთ, თუ ასე არ იქნება.”- ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედეა მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ არასოდეს დაავიწყდება დღე, როცა გოგაშვილი მას თითის ქნევით ელაპარაკებოდა.

” იმ დღიდან ვიძახი, კარგად მახსოვს მისი სახე. დილის ათი საათისთვის რომ გამოვედი და თითის ქნევით დამხვდა, სტუმრები ვინ გყავდაო. ხუთი წელი გავიდა მას მერე, მის სახეს რა დამავიწყებს. თითის ქნევით მეუბნება, სტუმრები ვინ გყავსო, ხუთი წელი გავიდა და დრო ჰქონდა გოგაშვილსაც და სხვებსაც, რომ გაეგო სტუმრები ვისი იყო, ვისთან რჩებოდნენ, ვინ შემოიყვანა. ტყუილუბრალოდ რომ შემოცვივდნენ დილის ოთხი საათისთვის. ვხედავდი მის მეუღლეს, რა დღეში იყო, 10 წლის ბავშვს არ ესროლოთო, მე მტერსაც არ ვუსურვებ, რომ 10 წლის ბავშვს ზიანი მიაყენოს, შეიძლება სიბრაზეში გამწარებულმა რაღაც ვთქვა, მაგრამ არავისი შვილის სიკვდილი არ მინდა, რადგან მე ეს გამოვცადე. ვიცი, რომ ვახაზე ამბობს მისი მეუღლე, ტერორისტები ჩვენს ლიკვიდაციას ცდილობენო, ტერორისტი მისი მეუღლეა, ტყუილუბრალოდ რომ მომიკლა შვილი”- ამბობს მედიკო მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა კადრები, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაკავებაა ასახული.

დაკავებას წინ უძღოდა “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბრის ჩანაწერის გავრცელება, სადაც გადაცემა იგეგმებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157- ე მუხლით დაიწყო და ჟურნალისტები გამოკითხა.

რაც შეეხება მაჩალიკაშვილის საქმეს,
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს, მძიმედ დაჭრეს.

საავადმყოფოში ორკვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა

მაჩალიკაშვილის ოჯახს, საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button