მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სოციალური აგენტები ხელფასების სიმცირეზე ჩივიან და გაფიცვებს აანონსებენ

სოციალური აგენტები სახელფასო ანაზღაურების გაზრდას და მათივე ბენეფიციარებთან გათანაბრებული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის მიღებას ითხოვენ.ისინი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს საგანგებო განცხადებით მიმართავენ. ამბობენ, რომ სახელმწიფო მათ შრომას ადეკვატურად არ აფასებს.

“ჩვენი, სოციალური აგენტების ძალიან დიდი ნაწილი არის სოციალურად დაუცველი, რამდენადაც გავიგე, ბევრმა დაწერა განცხადება, რომ მოხვდეს სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში. ამ სამსახურმა სოციალურად დაუცველები გახადა დასაქმებულები. ჩვენი ბენეფიციარების უმრავლესობა თვიურად იღებს ჩვენზე მეტ შემოსავალს. პრემიერისგან მოვითხოვთ, რომ დაინტერესდეს ჩვენი საკითხით, შეისწავლოს ეს საკითხი და ნახოს თუ როგორი საშინელება ხდება სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვედა რგოლებში”, – ამბობს სოც.აგენტი გიორგი ფურელიანი.

თუ მთავრობა მათ პრობლემებს რეაგირების გარეშე დატოვებს, სოციალური აგენტები გაფიცვას აანონსებენ.

სოც.აგენტების ფიქსირებული ხელფასი ამ ეტაპზე200 ლარს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button