მნიშვნელოვანისაქართველო

სოციალური მუშაკების გაფიცვა – დღე მეორე

მთავრობის ადმინისტრაციასთან სოციალური მუშაკები იკრიბებიან და აქციების განახლებას გეგმავენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და სისტემურ ცვლილებებს ითხოვე.  სოციალური მუშაკების დახმარება სჭირდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ან ძალადობის მსხვერპლი, განიცდიან ფსიქოლოგიურ ან სოციალურ ზეწოლას, სჭირდებათ მეურვეობა და თავშესაფარი. გაფიცულების თქმით, საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია “საია” და სახალხო დამცველის აპარატი.  თბილისის პარალელურად, აქციები გრძელდება საქართველოს სხვა ქალაქებშიც. გაფიცული სოციალური მუშაკები ბენეფიციარებს ბოდიშს უხდიან.

მოუსმინეთ გაფიცული სოციალური მუშაკების ხმას

როგორც ირკვევა, სოც.მუშაკების შესაცვლელად ჯანდაცვის სამინისტრომ შტატგარეშე და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს უხმო.  სოციალური მომსახურების სააგენტოებში ირწმუნებიან, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვის გამო, სოციალურ სააგენტოებში მუშაობა შეფერხებული არ არის. სააგენტოს თანამშრომლები ამბობენ, რომ ბენეფიციარების განცხადებებს კანცელარიის თანამშრომლები იბარებენ, გადაუდებელ შემთხვევებსა და გამოძახებებზე კი კრიზისული ჯგუფები რეაგირებენ, რომლებიც სპეციალურად შეიქმნა. ერთ-ერთი ცენტრის თანამშრომლის თქმით, ამ რეჟიმში მუშაობა მანამდე გაგრძელდება, სანამ სოც.მუშაკების აქცია არ დასრულდება.  

მოუსმიენთ სოც მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომლის კომენტარს

მსგავსი პოსტები

Back to top button