კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სპეცოპერაცია ხობში -დაკავებულია ყოფილი ძალოვანი

გვიან ღამით, ხობში, სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა. “ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, რაფავას ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, ხელყუმბარაც დაუდეს.

ჩხრეკა ჩატარდა ასევე,პოლიციის მაიორის, რუსლან შამახიას სახლშიც სოფელ კახათში. სამართალდამცავებმა შამახიას საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს სანადირო თოფი. შამახია ჩხრეკის დროს სახლში არ იმყოფებოდა.

ნაციონალური მოძრაობის თქმით, “ხელისუფლება მსგავსი მეთოდებით აპირებს დაშინებას, თუმცა, არ გამოუვა”.

“როგორ შეიძლება, ადამიანს ხელყუმბარა ჩაუდო, მიხვიდე ერთერთ აქტივისტთან და დაიჭირო, ეს მაშინ, როდესაც 1 წელი გავიდა, რაც მილიონი წაიღო ესებუამ და ის არ დაუჭერიათ. ესენი სულს ღაფავენ და იკბინებიან ახლა. მთვარობას მივმართავ, დაწყნარდით, წაგებულები ხართ,ზუგდიდი წააგეთ. ან ჩემს კონკურენტს როგორც სძინავს სახლში, ასეთ სიბინძურეებს რომ სჩადიან, მოვიდეს და დამიდგეს გვერდით”, – თქვა ზუგდიდის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, ანზორ მელიამ.

ცნობისთვის, გვიან ღამით, ხობში, ჩავიდნენ და ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button