მნიშვნელოვანისიახლეები
სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზება აქციის პარალელურად
ოპოზიციის საპროტესტო აქციის გამო, პარლამენტის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება დაიწყეს.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთაველზე დაგეგმილი აქციის პარალელურად ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზება დაიწყო.
პარლამენტისა და კანცელარიის შენობების შიდა პერიმეტრებზე ყვითელი ავტობუსები შეიყვანეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 18:00 საათზე, პარლამენტის წინ გაიმართება.
ხალხი აქციაზე დასაწრებად მოემართება აჭარიდან, სამეგრელოდან,იმერეთიდან და შიდა ქართლიდან.