კრიმინალი

,,ჩვენ შევადგენთ შავპერანგიანების სამოქალქო გვარდიას“ – ერთ-ერთი კონტრაქციის ორგანიზატორი

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის პარალელურ ქუჩაზე ,,საქართველოს ეროვნული ერთობის“ კონტრაქცია მიმდინარეობს. აღნიშნული აქციის მონაწილეებს ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე სურდათ მისვლა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

,,გვინდოდა იქ მივსულიყავით და მათ დაენახათ, რომ სამოქალაქო დაპირისპირებისთვის მზად ვართ, თუ ისინი დაიწყებენ. ჩვენ შევადგენთ შავპერანგიანების სამოქალაქო გვარდიას. სამოქალაქო ომის დაპირისპირება მათგან მოდიოდა და ომს ომით ვპასუხობთ მეობრები“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ჭელიძემ.

სამართალდამცველები ამ დრომდე, კონტრაქციის მონაწილეებს შორის დგანან.

პარალელურად, კიდევ ერთი კონტრაქცია 9 აპრილის მემორიალთან მიმდინარეობს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button