მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა

მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი ოჯახის და ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა და აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ის არჩევნებზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მან ხმა ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ევროპულ მომავალს მისცა.

„დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს. საქართველოს მოქალაქეების თვისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს 4 წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას. მე პირადად ხმა ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და რაც მთავარია, ადამიანის ღირსებას და პატივის დაცვას მივეცი. ვფიქრობ, ეს ღირებულებები, რომლებიც ადამიანზე მორგებული მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს განსაზღვრული და გააზრებული და ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ მიმართულებას მისცემს ხმას. მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი ოჯახის და ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა და აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button