მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიო ლიდერები ისრაელში ჩასვლას გეგმავენ

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია BILD ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ვიზიტი, შესაძლოა, უახლოეს დღეებში, კერძოდ, სამშაბათს, 17 ოქტომბერს შედგეს.
პარასკევს ისრაელში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ჩავიდა. ამავე დღეს, ბერბოკმა ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს მძევლების გათავისუფლებით თხოვნით მიმართა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა. ცნობილია, რომ ის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის საგანგებო მთავრობის წევრებს შეხვდება.
ბოლო დღეების განმავლობაში ენტონი ბლინკენი 6 მუსლიმურ ქვეყანაში იმყოფებოდა და დღეს ის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის საგანგებო მთავრობას მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობს.
ენტონი ბლინკენი ისრაელში გასულ კვირას იმყოფებოდა. მოგვიანებით, ის პალესტინაშიც გაემგზავრა და იორდანიაში შეხვედრები მეფე აბდულასთან და პალესტინის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან გამართა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ხვდება. როგორც CNN იტყობინება, შეხვედრა იერუსალიმში მიმდინარეობს.
დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში დაბრუნდა. ბოლო დღეების განმავლობაში ენტონი ბლინკენი 6 მუსლიმურ ქვეყანაში იმყოფებოდა და დღეს ის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის საგანგებო მთავრობას მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობს.

ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდა.
როგორც გალანტმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ისრაელმა ყოველსთვის იცოდა, რომ შეერთებილი შტატები მათი დიდი მოკავშირეა და ამას დღეს მთელი მსოფლიო საკუთარი თვალით ხედავს.
„ნება მომეცით, გითხრათ, ბატონო მდივანო, ეს იქნება ხანგრძლივი ომი. საფასური მაღალი იქნება, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას – ისრაელისთვის, ებრაელი ხალხისთვის და იმ ღირებულებებისთვის, რომლისაც ორივე ქვეყანას სჯერა“.- განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ისრაელის უფლებებს, დაიცვას საკუთარი ხალხი.
„თქვენ იცით, ჩვენი ღრმა ერთგულება ისრაელის უფლებისადმი, მისი ვალდებულების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი და დაიცვას თავისი ხალხი. ამაში თქვენ ყოველთვის გქონდათ შეერთებული შტატების მხარდაჭერა“,- აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ ენტონი ბლინკენი ისრაელში გასულ კვირას იმყოფებოდა. მოგვიანებით, ის პალესტინაშიც გაემგზავრა და იორდანიაში შეხვედრები მეფე აბდულასთან და პალესტინის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან გამართა.

Sky News წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკა და ისრაელი განიხილავენ პრეზიდენ ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტის შესაძლებლობას.

წყარო მედიას ეუბნება, რომ ვიზიტი ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიწვევით შედგება.

ცნობისთვის, 12 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩავიდა თელ-ავივში და დაარწმუნა ისრაელის პრემიერმინისტრი ვაშინგტონის მხარდაჭერაში. ბლინკენმა თქვა, რომ აშშ გააგრძელებს მუშაობას, რათა კონფლიქტი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს.

13 ოქტომბერს ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა, შემდეგ კი კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button