ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება

დღეიდან, 1 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება.

დოკუმენტის ოფიციალურად ამოქმედებას წინ უძღოდა შეთანხმების რატიფიცირების თითქმის ორწლიანი პროცედურა, რომელიც დასრულებულად 2016 წლის 23 მაისს გამოაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ.

მანამდე რატიფიკაციის პროცესი მიმდინარეობდა ევროპარლამენტში.

„შეთანხმების უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში რატიფიკაცია ცალსახად წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდაჭერას“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შეთანხმებას ხელი მოაწერეს 2014 წლის 27 ივნისს. შეთანხმება დროებით მოქმედებდა 2014 წლის 1 სექტემბრიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button