სპორტსმენი უმსხვილესი ლაინერის 16-მეტრიანი კოშკურიდან გადმოხტა [Video]
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2017/02/Heartstopping-moment-diver-jumps-into-pool-from-55ft-on-cruise-ship.jpg)
სოცქსელებში ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც 35 წლის ამერიკელი ჰაი-დაივერის, სესილი კარლტონის ნახტომია დაფიქსირებული. სპორსმენმა მსოფლიოში უმსხვილეს საკრუიზო ლაინერ Harmony of the Seas-ზე დამონტაჟებული 16-მეტრიანი კოშკურიდან აუზში ნახტომი შეასრულა, – გვაცნობებს The Daily Mail.
გამოცემის ინფორმაციით, ხომალდის სიგრძე 362 მეტრს, სიგანე 66 მეტრს, ხოლო სიმაღლე 70 მეტრს შეადგენს. მას ერთდროულად 6000 მგზავრისა და 2200 ეკიპაჟის წევრის გადაყვანა შეუძლია.