მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს

ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ “ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს”.

CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საუბარი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის პორტუგალიელ კოლეგასთან სატელეფონო ზარის დროს შედგა. ირანის მთავრობის ცნობით, მინისტრმა “კიდევ ერთხელ” გაუსვა ხაზი, რომ თეირანი რუსეთს არ მიაწვდის იარაღს, რომელსაც უკრაინაში გამოიყენებს.

“ჩვენ გვჯერა, რომ მხარეების შეიარაღება ომს გაახანგრძლივებს, ამიტომ ომს არ მივიჩნევთ სწორ გზას არც უკრაინაში, არც ავღანეთში, სირიასა თუ იემენში”, აღნიშნა ჰოსეინ ამირ-აბოლაჰიანიმ.

14 სექტემბერს ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი სანქცირებული ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის მიღებას ზრდიდა.

მიუხედავად ირანის უარყოფისა ბრიტანეთის უწყების თქმით, რუსეთი, უკრაინასთან ომში, სავარაუდოდ, ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რამდენიმე ათეული ირანული დრონი უკვე გაანადგურეს.

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, შესაძლოა, რუსეთმა ირანთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რაც ირანული Arash-2 ტიპის დრონების მიწოდებას ითვალისწინებს.

ინსტიტუტის ცნობით, რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ირანიდან გაჟონა ცნობებმა რუსეთის მხრიდან ირანისგან Arash-2 დრონების შეძენაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ტიპის დრონები უფრო სწრაფი და დამანგრეველია ვიდრე Shahed-136, რასაც რუსეთის ძალები ახლა იყენებენ.

ISW-ის ინფორმაციით სექტემბერში ირანის სახმელეთო ძალების მეთაურმა გენერალ კიომარს ჰეიდარიმ განაცხადა, რომ Arash-2 ტიპის დრონებს შორ მანძილზე უნიკალური შესაძლებლობები აქვს და შეუძლია ირანში მდებარე ბაზებიდან ისრაელის ქალაქებს, მათ შორის თელ-ავივსა და ჰაიფასაც კი შეუტიოს.

თუმცა ომის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის ძალებმა Arash-2 დრონები იმაზე ეფექტურად გამოიყენონ, ვიდრე Shahed-136-ს იყენებდნენ.

ირანი უარყოფს, რომ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი იარაღით ამარაგებს და აცხადებს, რომ “ეს არ გაუკეთებია და არ გააკეთებს”.

CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საუბარი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის პორტუგალიელ კოლეგასთან სატელეფონო ზარის დროს შედგა. ირანის მთავრობის ცნობით, მინისტრმა “კიდევ ერთხელ” გაუსვა ხაზი, რომ თეირანი რუსეთს არ მიაწვდის იარაღს, რომელსაც უკრაინაში გამოიყენებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button