სტალინის ბიუსტი მოიპარეს

სოფელ აკურაში 9 მაისს დამონტაჟებული სტალინის ბიუსტი მოიპარეს.

11 მაისის დილას ადგილობრივებს ბიუსტი მოხსნილი დახვდათ. უცნობია, თუ ვინ წაიღო მონუმენტი.

დღეს გამგეობის გადაწყვეტილებით ბიუსტის დემონტაჟი იყო დაგემილი.

თელავის გამგებელი ამბობდა, რომ მისი დამდგმელების გამოვლენა და შესაბამისი სანქციების დაკისრებაც იგეგმებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button