სტამბული, ანკარა, იზმირი – თურქეთის პრეზიდენტმა არჩევნები წააგო
ერდოღანის მმართველობის 21-წლიან ისტორიაში,ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მისი პარტია მთელი ქვეყნის მასშტაბით დამარცხდა

თურქეთში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თავისი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ მარცხი აღიარა. მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს ჩატარდა.
სტამბული, ანკარა, იზმირი – თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს. თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – “სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ” დიდ ქალაქებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სტამბოლის მერმა, ექრემ იმამღლუმ, რომელიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანის ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციონერ კონკურენტად მოიაზრება. მისი თქმით, მთავრობამ ხალხისგან მიიღო ბრძანება, რომ ერთპიროვნული მმართველობის პერიოდი დასრულდა.
“მოსახლეობა იძლევა ბრძანებას და მითითებებს და არა ერთი ადამიანი. მთავრობამ ხალხისგან მიიღო ბრძანება, რომ ერთპიროვნული მმართველობის პერიოდი დასრულდა. ჩვენი რესპუბლიკა და დემოკრატია ამიერიდან მთელი სისწრაფით წინ მიდის”, – განაცხადა ექრემ იმამღლუმ.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბულში, ანკარასა და იზმირში, მმართველი პარტიის არჩევნებში წაგება აღიარა.
მისი თქმით, ერის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, არ გამოიჩენს სიჯიუტეს და ხალხის ნების წინააღმდეგ არ იმოქმედებს.
“31 მარტი ჩვენთვის დასასრული კი არა, გარდამტეხი მომენტია. ხალხმა გზავნილები პოლიტიკოსებს საარჩევნო ყუთების მეშვეობით გადასცა. პარტიაში გულწრფელად გავაანალიზებთ არჩევნების შედეგებს და თვითკრიტიკასაც თამამად გამოვხატავთ. შედეგები გვიჩვენებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციებში ადგილები დავკარგეთ. ჩვენი ერის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. არ გამოვიჩენთ სიჯიუტეს და მათი ნების წინააღმდეგ არ ვიმოქმედებთ”, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
დასავლური მედია წერს, რომ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი დარტყმაა რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი პარტია ქალაქებზე კონტროლს დაიბრუნებდა.
ერდოღანის ყველაზე სერიოზული პოლიტიკური მეტოქე, ექრემ იმამოღლუ, რომელიც კვლავ სტამბოლის მერის პოსტზე იყრიდა კენჭს, ამტკიცებს, რომ ხმების 96%-ის დათვლის შედეგად, ის ერდოღანის კანდიდატს მილიონზე მეტი ხმის ჯობნის.
სწორედ იმამოღლუ ითვლება ერდოღანის მთავარ კონკურენტად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ ერდოღანი მასში მონაწილეობას მიიღებს. გუშინდელი არჩევნებით ქვეყნის მოსახლეობამ რეგიონული მმართველები 81 პროვინციაში აირჩია.
ბიულეტენების 90 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ მთავარი ოპოზიციური პარტია – „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ 37,32 პროცენტით ლიდერობს, ხოლო რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” ხმების 35,78% დააგროვა.
არჩევნებში 34 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 000 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
შეგახსენებთ, გუშინ თურქეთში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა, წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ დიდ ქალაქებზე კონტროლი შეინარჩუნა. საერთო ჯამში, „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ თურქეთის 81 პროვინციიდან 36-ში გაიმარჯვა.
31 მარტს ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში მერების და ადგილობრივი დონის სხვა თანამდებობების დასაკავებლად 34 პარტიის კანდიდატები იბრძოდნენ. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობდა 61 მილიონზე მეტი ამომრჩეველი.
მუნიციპალური არჩევნები იყო თურქეთის პრეზიდენტ ერდოანის პოპულარობის ერთგვარი საზომი 2023 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მორიგი გამარჯვების შემდეგ. მოელიან, რომ სტამბოლის მერის არჩევნებში ექრემ იმამოღლუს მორიგი გამარჯვება გააძლიერებს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მისი, როგორც ერდოანის პოტენციური მეტოქის პოზიციებს.
რეჯეპ ტაიპ ერდოანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლიდან. მანამდე, ათი წლის განმავლობაში ერდოანი თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო.