მნიშვნელოვანისიახლეები

უკრაინისა და ისრაელის დახმარების მომავალი გაურკვეველია – აშშ-ს სენატმა ვერ მიიღო კანონპროექტი რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის და ისრაელის დასახმარებლად

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, ორპარტიული შეთანხმების მიუხედავად, ვერ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 118 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დასახმარებლად და ასევე, მექსიკასთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომების და მიგრაციის პოლიტიკის გასამკაცრებლად, რაც რესპუბლიკელების მოთხოვნა იყო. პროექტს, რომელიც, სასაზღვრო დაცვის გაძლიერებათან ერთად, უკრაინისთვის – 60 მილიარდი დოლარის, ხოლო ისრაელისთვის 14 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, 49 მომხრე და 50 მოწინააღმდეგე ჰყავდა. პროექტის მისაღებად 60 ხმა იყო საჭირო.

პროექტს მხარი დაუჭირა მხოლოდ ოთხმა “რესპუბლიკელმა” – სიუზან კოლინსმა (მენი), ჯეიმს ლენკფორმდა (ოკლაჰომა), ლიზა მურკოვსკიმ (ალასკა) და მიტ რომნიმ (იუტა).

სენატში “დემოკრატების” ლიდერი, ჩაკ შუმერი რესპუბლიკელთა გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპს აბრალებს.
კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა შეთანხმებას 4 თებერვალს მიაღწიეს, მაგრამ სიტუაცია შეცვალა რესპუბლიკელებისადმი ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებამ, უარი ეთქვათ კომპრომისსა და კანონპროექტის მხარდაჭერაზე. ტრამპი, დიდი ალბათობით, რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც კენჭს მომავალ არჩევნებშიც იყრის, ჯერ კიდევ 6 თებერვალს განაცხადა, რომ სენატში მიღწეული ორპარტიული შეთანხმება შესაძლოა, დონალდ ტრამპის პოლიტიკური ზეწოლის გამო ჩაშლილიყო.

დემოკრატების მიერ კონტროლირებულ სენატში 7 თებერვალს გამართული პროცედურული კენჭისყრისას კანონპროექტს მხარი დაუჭირა 49 სენატორმა. წინააღმდეგი იყო 50.
კანონპროექტის მიღებას სულ მცირე 60 ხმა სჭირდება. ტექნიკურად ხმა წინააღმდეგ მისცა სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმაც, რადგან პროცედურის თანახმად, ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება, საკითხი კენჭისყრაზე ისევ გაიტანოს.

დემოკრატები აპირებენ უახლოეს ხანში სენატს წარუდგინონ კანონპროექტი, რომელიც აღარ მოიცავს საზღვრის საკითხს და მხოლოდ უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარებას ეხება.

როგორც ამერიკული მედია წერს, თეორიულად არის შანსი, რომ პროექტი საკმარის, 60 ხმას მიიღებს. ამასთან, კანონპროექტს, სანამ მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს, წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება. კონგრესის ქვედა პალატაზე, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ტრამპის გავლენა კიდევ უფრო დიდია.
რონალდ რეიგანი საფლავში ბრუნავს, – პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ამერიკელი „რესპუბლიკელი“ სენატორები უკრაინის დახმარების დაბლოკვის გამო გააკრიტიკა.

„ძვირფასო ამერიკელო რესპუბლიკელო სენატორებო. რონალდ რეიგანი, რომელიც მილიონობით ჩვენგანს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა, დღეს ნამდვილად საფლავში ბრუნავს. გრცხვენოდეთ!“ – წერს დონალდ ტუსკი X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატში მიგრაციის პოლიტიკის გაძლიერების კანონპროექტმა პროცედურული კენჭისყრისთვის საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო.

საუბარია 118 მილიარდი დოლარის ღირებულების საზღვრის უსაფრთხოების კანონპროექტზე, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარებასაც ითვალისწინებს.
შეგახსენებთ 118 მილიარდი დოლარიდან 60 მილიარდზე მეტი განკუთვნილი იყო რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად.

მსგავსი პოსტები

Back to top button