სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

კრიზისების მართვის საბჭოს მონაცემებით, ამ დროისთვის 19-ს უტოლდება თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი წყალდიდობის და ღვარცოფის მსხვერპლთა რიცხვი.

იდენტიფიცირებულია 17 დაღუპული, მიმდინარეობს კიდევ ორის ამოცნობის პროცესი.

ამ ორი დაღუპულიდან ერთი მზიურის ტერიტორიაზე იპოვეს, მეორე მტკვარმა გარდაბნის რაიონში გამორიყა. ამ ეტაპისთვის დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი – ინფორმაციას რადიო “თავისუფლება” ავრცელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button