მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა კაბალის ხევის გაწმენდას ითხოვს [ვიდეო]
10 მაისის სტიქიამ ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 200 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა, თუმცა ჯერ არ არის დათვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში იმ საკარმიდამო ნაკვეთების ფართობი, სადაც მოსახლეობას სათბურები აქვს და ადიდებულმა კაბალის ხევმა ნარგავები და მოსავალი გაანადგურა.
თავად მოსახლეობა ამბობს, რომ ზარალი დიდია. სოფელში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო.
ხელისუფლება დაზარალებულთა ფინანსური დახმარების საკითხს არ განიხილავს.
დავით ჭაბაშვილის და გიოგი ალადაშვილის რეპორტაჟი 👇