საქართველოსიახლეები

“[ხელისუფლება] ჩამოყალიბდა საერთაშორისო თაღლითად”

საქართველოს ექსპრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა“ და „მნიშვნელოვანია, რომ ეს იმიჯი არ გადავიდეს ქვეყანაზე და ქართველბზე და პარტნიორებსა და მეგობრებს არ ჰქონდეთ წარმოდგენა, რომ თაღლითების ერი ვართ“. ეს განცხადებები მარგველაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემა „დღის სტუმარში“ გააკეთა.

„სამწუხაროდ, [ხელისუფლება] ჩამოყალიბდა საერთაშორისო თაღლითად ეს პოლიტიკური ძალა. რაღაც ახალს და განსაკუთრებულს არ ვამბობ, ეს საერთაშორისო თაღლითობა არამარტო საქართველოში და პოლიტიკაში ჩახედული ადამიანების მიერაა დანახული, ეს, სამწუხაროდ, არის სტილი, რომელზეც მიგვითითეს საერთაშორისო პარტნიორებმა, უკვე არაერთხელ“. — განაცხადა მან.

„სამწუხაროდ, ვართ რეალობაში, როცა ხელისუფლება ისეთი პერმანენტულობით იტყუება და ისე გახდა ეს უბრალოდ სტილი და ფორმა ამ პოლიიტკური ძალის და იმდენჯერ მოვისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირი, არაპირდაპირი განცხადებები სხვადასხვა მონაწილეების. ვხედავთ კიდევ ერთ მარტივ, თაღლითურ მცდელობას, გაექცე პასუხისმგებლობას“. — აღნიშნავს მარგველაშვილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალის იმიჯი არ გადავიდეს ქვეყანაზე და ქართველებზე არ ჰქონდეთ წარმოდგენა პარტნიორებს და მეგობრებს, რომ ვართ თაღლითების ერი და ამისთვის უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომლებიც მოსახდენია“. — დასძინა მარგველაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button