მნიშვნელოვანიმსოფლიო

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას კომპენსაციის გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და რუსეთის ფედერაციას საქართველოს თითოეული დაზარალებული მოქალაქისთვის 10 ათასიდან 15 ათასს ევრომდე კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სარჩელი სათაურით “ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ” სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში 2007 წელს მიიღო. 2016 წლის დეკემბერში კი ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთში, 2006 წლის შემოდგომაზე, მოსარჩელე ქართველები დაუქვემდებარეს დაკავების, დაპატიმრებისა და ქვეყნიდან გაძევების პრაქტიკას, რითიც კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა.

გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია დაზარალებულთა გვარები და კომპენსაციის თანხაც. რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების საქმეზე ევროსასამართლომ გადაწყვეტილება იანვარშიც გამოიტანა და რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, რომელიც 1500 დაზარალებულზე უნდა გადანაწილდეს. 

მსგავსი პოსტები

Back to top button