მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“სტრატეგია აღმაშენებელი” მოსამართლეების კანდიდატების მოსმენას ბოიკოტს უცხადებს

მოსამართლეების არსებული პრინციპით დანიშვნა მიშელის დოკუმენტს ეწინააღმდეგება, რის გამოც პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს – ამის შესახებ პარტიამ განცხადება გაავრცელა.

“მოვუწოდებთ ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ შეასრულოს სასამართლო რეფორმასთან და მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება და შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების განხილვის პროცესი. პარტია ასევე ითხოვს შეიქმნას იურიდიული კომიტეტის ფორმატში სასამართლო რეფორმების სამუშაო ჯგუფი და ამ ფორმატში მომზადებული და განხორციელებული სასამართლო რეფორმების შემდეგ, დაიწყოს ახალი მოსამართლეების შერჩევის პროცესი”, – წერია პარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ხვალიდან დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button