მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინას გაუგზავნის 31 Abrams-ის ტანკს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა მანამდე მედიაში გაჩენილი ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა გადაწყვიტა, უკრაინას საბრძოლო ტანკები, Abrams-ები მიაწოდოს.

ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინას გაუგზავნის 31 Abrams-ს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ და უკრაინის სხვა დასავლელი მოკავშირეები უარს ამბობდნენ კიევისთვის ტანკების მიცემაზე. თავიდან ამის მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ არ სურდათ მოსკოვის პროვოცირება და კონფლიქტის ესკალაცია, რასაც ნატოს წევრებთან რუსეთის კონფრონტაცია შეიძლება მოჰყოლოდა. მოგვიანებით დასავლეთმა უკრაინისთვის სულ უფრო მეტი თანამედროვე შეიარაღების გადაცემა დაიწყო, მათ შორის რეაქტიული ზალპური ცეცხლის დანადგარებისა, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ჯავშანტექნიკისა.

ბოლო ხანებში აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უკრაინისთვის Abrams-ების გაგზავნა იმის გამო არ სურთ, რომ ამერიკის ეს ძირითადი საბრძოლო ტანკები ძალზე რთულია ექსპლუატაციისთვის და დიდი მოცულობის საწვავს მოითხოვს.

Bloomberg-ის თანახმად ტანკების საერთო ღირებულება, რომელთა გაგზავნასაც აპირებს აშშ უკრაინისთვის, 400 მილიონ დოლარამდეა.

ბაიდენის თქმით, ოთხშაბათს დილით ის ელაპარაკა გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებს. ისინი კვლავაც ერთად დგანან უკრაინის დახმარების საქმეში და მიაჩნიათ, რომ მას მეტი მძიმე შეიარაღება ესაჭიროება, ვინაიდან ომი გაჭიანურებულ ხასიათს იძენს.

აშშ ასევე წვრთნის უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს იმ ტანკების გამოყენებაში, რომლებსაც ნატოს წევრი ქვეყნები მიაწოდებენ კიევს.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინისთვის Leopard-ების გადაცემაზე გერმანიის თანხმობა. კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინას 14 ტანკით დაეხმარება. გარდა ამისა, გერმანია მესამე ქვეყნებს ტანკების გადაცემის ნებას დართავს.

უახლოეს დროში გერმანიაში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნები დაიწყება და ბერლინი ასევე მატერიალურ-ტექნიკურ ლოგისტიკასა და საბრძოლო მასალას უზრუნველყოფს.

ბაიდენმა მადლობა გადაუხადა გერმანიას მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, Leopard 2 ტანკები მიაწოდოს უკრაინას. ასევე მადლობა გადაუხადა სხვა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ. მისი თქმით, ამჟამად ასეთი ქვეყანა 50 არის.
გერმანიის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ დასავლელი ლიდერები და დადებითად შეაფასეს. ოლაფ შოლცს მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების შესახებ კანცლერთან სატელეფონო საუბრის დროს შეიტყო.

უკრაინა სამხედრო დახმარების ფარგლებში ტანკების, კერძოდ, Leopard 2-ის გადაცემას ითხოვდა. როგორც უკრაინული მხარე ამბობდა, ევროპის ქვეყნები ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა საჭირო იყო მწარმოებელი ქვეყნის, გერმანიის თანხმობა

იმას, თუ რატომ ითხოვს უკრაინა Leopard 2-ის ტანკებს, რამდენიმე მიზეზი აქვს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ევროპაში გერმანული წარმოებული ეს ტანკი ბევრია – დაახლოებით, 3000 სხვადასხვა ქვეყანაში. ამავე დროს, აღნიშნული ტანკი მარტივია ექსპლუატაციისთვის. Leopard-ის 13 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებშია, რაც ნიშნავს, რომ ევროპაში საკმარისი სათადარიგო ნაწილი და საბრძოლო მასალაა. გარდა ამისა, Leopard ცივი ომის დროს საბჭოთა T-90-ის კონკურენტად შეიქმნა, ეს უკანასკნელი კი კვლავ მრავლად არის რუსული არმიაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ მოკავშირე ქვეყნების ძალისხმევა არ წარმოადგენს მუქარას რუსეთისთვის. მათი მიზანია მხოლოდ შეაჩერონ უკრაინაში რუსეთის აგრესია და ამაში „ისინი ურყევნი იქნებიან“, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამოსვლისას.

…………..

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Abrams-ების გაგზავნის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკრაინის გამარჯვების გზაზე ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

“მადლობა ჯო ბაიდენ კიდევ ერთი ძლიერი გადაწყვეტილებისთვის, რომ უკრაინას Abrams-ები მიაწოდოთ. მადლობელი ვარ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერაში ლიდერობისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამარჯვების გზაზე. დღეს თავისუფალი სამყარო ერთიანია ისე, როგორც არასდროს საერთო მიზნისთვის – უკრაინის გათავისუფლებისთვის. ჩვენ წინ მივიწევთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-მა უკრაინაში Abrams-ების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას 31 ტანკს გადასცემს.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინისთვის Leopard-ების გადაცემაზე გერმანიის თანხმობა. კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინას 14 ტანკით დაეხმარება. გარდა ამისა, გერმანია მესამე ქვეყნებს ტანკების გადაცემის ნებას დართავს.

უახლოეს დროში გერმანიაში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნები დაიწყება და ბერლინი ასევე მატერიალურ-ტექნიკურ ლოგისტიკასა და საბრძოლო მასალას უზრუნველყოფს.

გერმანიის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ დასავლელი ლიდერები და დადებითად შეაფასეს. ოლაფ შოლცს მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების შესახებ კანცლერთან სატელეფონო საუბრის დროს შეიტყო.

უკრაინა სამხედრო დახმარების ფარგლებში ტანკების, კერძოდ, Leopard 2-ის გადაცემას ითხოვდა. როგორც უკრაინული მხარე ამბობდა, ევროპის ქვეყნები ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა საჭირო იყო მწარმოებელი ქვეყნის, გერმანიის თანხმობა

იმას, თუ რატომ ითხოვს უკრაინა Leopard 2-ის ტანკებს, რამდენიმე მიზეზი აქვს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ევროპაში გერმანული წარმოებული ეს ტანკი ბევრია – დაახლოებით, 3000 სხვადასხვა ქვეყანაში. ამავე დროს, აღნიშნული ტანკი მარტივია ექსპლუატაციისთვის. Leopard-ის 13 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებშია, რაც ნიშნავს, რომ ევროპაში საკმარისი სათადარიგო ნაწილი და საბრძოლო მასალაა. გარდა ამისა, Leopard ცივი ომის დროს საბჭოთა T-90-ის კონკურენტად შეიქმნა, ეს უკანასკნელი კი კვლავ მრავლად არის რუსული არმიაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button