მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სტუდენტებმა ღამე ილიაუნიში გაათენეს

ილიაუნის რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც მათ ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს. სტუდენტები კვლავ ბიზნეს სკოლის ცალკე ფაკულტეტად აღდგენას და დეკანის პოზიციაზე გიორგი ქადაგიძის დაბრუნებას ითხოვენ. ისინი არ ეთანხმებიან სასწავლებელში განხორციელებულ რეორგანიზებას, რომლის შედეგადაც ბიზსნესის სკოლა გაუქმდა და ის ახალი ფაკულტეტის, – მენეჯმენტის, ტექნოლოგიებისა და განათლების შემადგენელი ნაწილი გახდა. უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობა კი სტუდენტების მოსაზრებებსა და მოთხოვნებს არ იზიარებს. რექტორმა უნივერსიტეტის შენობა ისე დატოვა, რომ ახალგაზრდებისთვის კონკრეტული პასუხი არ გაუცია. იმ შემთხვევაში, თუ გიგა ზედანია სტუდენტების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ახალგაზრდების თქმით, მის გადადგომას მოითხოვენ.

მოისმინეთ სტუდენტ კახი მენაბდის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას კომენტარები.

ილიაუნის რექტორთან შეხვედრამდე სტუდენტები გიორგი ქადაგიძეს და გიორგი პაპავას ესაუბრნენ. მათ უნივერსიტეტში არსებული პრობლემები განიხილეს და ბიზნეს სკოლის გაუქმებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატეს. ქადაგიძე უნივერსიტეტში განათლების მიმართულებით გასატარებელ რეფორმებსა და ილიაუნის ბიუჯეტის ხარვეზებზე საუბრობს.

მოისმინეთ სტუდენტ მარიამ ჯოლოგავას და ყოფილი ბიზნესის სკოლის დეკანის, გიორგი ქადაგიძის კომენტარები.

მსგავსი პოსტები

Back to top button