მნიშვნელოვანისიახლეები

სტუდენტებმა კოსტავას ქუჩიდან აქცია-მსვლელობით გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს

ამ დროისთვის გმირთა მოედანი გადაკეტილია

სტუდენტებმა კოსტავას ქუჩიდან აქცია-მსვლელობით გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს. ცოტა ხანში მათ მსვლელობით შეუერთდებიან სტუდენტები, რომლებიც სპორტის სასახლიდან დაიძრნენ. ამ დროისთვის გმირთა მოედანი გადაკეტილია.

სტუდენტები აპირებენ, თავიანთი პროტესტის ხმა ხელისუფლებას და საზოგადოებას გმირთა მოედნიდან გააგონონ. ამბობენ, რომ თავიანთ ევროპულ მომავალს არ დათმობენ და რუსულ რეჟიმს არასდროს დაემორჩილებიან. მათი თქმით, ისინი არ დაიღლებიან და აქციაზე ყოველდღე იდგებიან.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციას, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სკოლის მოსწავლეები მართავენ.

მათ მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, სტუდენტების პროტესტს ყოველდღიურად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე, ლექტორ-პროფესორებიც უერთდებიან.
როგორც ისინი აცხადებენ, ყველა დაწესებულებასთან მივლენ, სადაც შეიძლება, რომ ხელისუფლებას ხალხის ხმა გააგონონ.

“მშვიდობიანი ევროპული მარში გვაქვს. ჩვენ გვინდა ევროპა და სხვა არაფერი. დაუყოვნებლივ, როგორც შემოიტანეს, ისე გაიწვიონ უკან კანონპროექტი და დაასრულონ ხალხის მღელვარება. რუსული მთავრობაა, რომელიც ქვეყანას ჩრდილოეთით მიათრევს. არ დავნებდებით, თქვენც ხედავთ, ათასობით ახალგაზრდა იზიარებს ჩვენს პროტესტს”,- ამბობენ ბათუმში აქციაზე.
სტუდენტების განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „კრემლისგან შთაგონებულია“ და ქართულ საზოგადოებას დასავლეთთან მიზანმიმართულად აშორებს

მსგავსი პოსტები

Back to top button