უკვე 7 საათზე მეტია, სუდანში დემოკრატიული დემოკრატიული წყობილების გამოცხადების მოთხოვნით შეკრებილი ათასობით ადამიანი, ადგილობრივი არმიის საგანგებო განცხადებას ელოდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა, პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის გადადგომის შესახებ, დღეს ოფიციალურად შესრულდა, თუმცა როგორც BBC იუწყება, აქციის მონაწილეებისთვის ეს საკმარისი არ არის.
საპროტესტო აქციის მონაწილე ქალის, ჰიბა ალის თქმით, აქციაზე დაძაბულობა იმატებს, რადგან უკვე რამდენიმე საათია, დაპირებული განცხადების ნაცვლად, ნაციონალური რადიოდან საბრძოლო მუსიკა ისმის.
,,ყველანი ქუჩაში არიან. ლოდინი გვკლავს. ხალხი არმიის ოფიციალურ განცხადებას ელოდება. ცხადია, რომ ბოლო წუთამდე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალაუფლების გადაცემის საკითხზე“. აქ შეკრებილ ადამიანებს თავისუფლება, სამართლიანობა და თანასწორობა სურთ. პოსტი მხოლოდ პრეზიდენტს არ დაუტოვებია, ეს ნიშნავს, რომ ინგრევა რეჟიმი. ჩვენ ასევე, დემოკრატიაზე გადასვლა გვინდა“, – განუცხადა BBC-ს რეპორტიორს აქტივისტმა.
სუდანში პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. ისინი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წინ არიან შეკრებილი. აქციის მონაწილეები ელიან, რომ არმია სამხრდრო გადატრიალების შესახებ გააკეთებს განცხადებას.
სუდანში 30 წლის მანძილზე იყო ალ ბაშირის მმართველობა იყო. ხელისუფლებაში ისიც, სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა.