მსოფლიოსიახლეები

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი დაკავებულია

ბრიტანული მედიის ცნობით, „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი პოლიციამ ლონდონში, ეკვადორის საელჩოს ტერიტორიაზე დააკავა, სადაც ის ცხოვრობდა.

ამას წინ უძღოდა ეკვადორის ხელისუფლების მიერ, ასანჟისთვის მინიჭებული დიპლომატიური თავშესაფრის სტატუსის მოხსნა.

შეგახსენებთ, ვიკილიქსის დამფუძნებელს ბრალი ედებოდა სექსუალურ ძალადობაში. საქმეზე ჩვენება, ორმა ქალმა მისცა, რომლებმაც ასანჟი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. ასანჟი 2010 წელს, ბრიტანეთში დააკავეს, შემდეგ კი გირაოთი გაათავისუფლეს. 2012 წელს მან ეკვადორის ხელისუფლებას მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით და ბინა ეკვადორის საელჩოში დაიდო.

ასანჟი ამბობდა, რომ ის უდანაშაულო იყო და თუ მისი ექსტრადიცია მოხდებოდა, აშშ-ის ძალები დააკავებდნენ და WikiLeaks-ის მიერ, ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ.

სწორედ ამ ორგანიზაციის სახელს უკავშირდება გასაიდუმლოებული დოკუმენტების გასაჯაროება, ერაყის ომის შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button