მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ორი მოქალაქის უკანონო დაკავებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ორი მოქალაქის უკანონო დაკავებაზე.

უწყების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ სვერის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთი ლაშა ხეთერელია. ეს მისი რიგით მეათე დაკავებაა – ხეთერელი ცხინვალის ციხიდან ბოლოს გასული წლის სექტემბერში გაათავისუფლეს.

“უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.

ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად, ნათქვამია სუსის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცემა “მოზაიკას” ინფორმაციით, დღეს გატაცებული ერთ-ერთი მოქალაქე ლაშა ხეთერელია. ხეთერელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ბოლო რამდენიმე წელში, უკვე მეათედ დააკავეს.

ის უკანონო პატიმრობიდან გასული წლის 13 სექტემბერს გათავისუფლდა.

ერგნეთისა და სვირის მიმდებარე ტერიტორიებიდან დღეს საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს ორი მოქალაქე რუსმა ოკუპანტებმა ერგნეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ სვერის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button