მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
“სუს-ის აგენტები “პატრიოტთა ალიანსშიც” არიან”
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/06/emzar-kviciani.jpg)
“პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი თვლის, რომ მის პარტიაში სუს-ის მიერ ჩანერგილი აგენტები არიან.
როგორც კვიციანი აღნიშნავს, სუს-ის აგენტები არა მარტო “პატრიოტთა ალიანსში”, არამედ ყველა პარტიაში იმყოფებიან.
„ნებისმიერს კითხეთ, ნებისმიერ პარტიაში არიან ჩანერგილები ისე, როგორც ჟურნალისტებში არიან ჩანერგილები სხვადასხვა მიმართულებით სპეცსამსახურებიდან, მით უმეტეს, სუს-ის სპეცსამსახურებიდან.
“ეს ყველაფერი ემსახურება პირდაპირ უცხო ქვეყნის ინტერესებს. აქ საუბარს დავასრულებ.” – განაცხადა კვიციანმა.
აღნიშნული განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა „ალიასთან“ ინტერვიუში გააკეთა.