“სუს-ის კონტრდაზვერვის და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თანამდებობები დატოვეს”

სუს-ის კონტრდაზვერვის და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დროებით თანამდებობები დატოვეს.

ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მათი თანამდებობების დატოვება, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს უკავშირდება. შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, ისინი თანამდებობებს საქმეზე გამოძიების დასრულებამდე ტოვებენ.

დღესვე, უწყების ხელმძღვანელმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ შუალედური ანგარიში წარადგინა.

მოუსმინეთ მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ხმას ბრიფინგიდან ►

მსგავსი პოსტები

Back to top button