სუს-მა ზედა ეწერის რწმუნებული დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ზედა ეწერში სევერიანე ბერულავა დააკავეს.
წინასაწრი ინფორმაციით, მას ქრთამის აღება ედება ბრალად. ზუგდიდის გამგებლის პირველი მოადგილის მამუკა წოწერიას განცხადებით, საუბარია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებაზე.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.